წესები


ტვინების ბრძოლის წესები

ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, სწორი პასუხის გამოსაცნობად უფრო პრიორიტეტულია გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება.


ზოგადი წესები:

ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.

გუნდების რაოდენობა ერთი კლასიდან/სკოლიდან შეზღუდული არ არის.

თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)

რიგით N8 შეკითხვა არისკაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.

თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.

მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.

გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.


გუნდების დაყოფა ასაკობრივ ჯგუფებად:

პირველი ასაკობრივი კატეგორია - III, IV და V კლასი;

მეორე ასაკობრივი კატეგორია - VI, VII და VIII კლასი;

მესამე ასაკობრივი კატეგორია - IX, X, XI და XIIკლასი.  .

No comments:

Post a Comment